ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში არის სულხან-საბას ბიბლიოთეკა, რომელსაც არაერთხელ ვესტუმრე. ბოლო ვიზიტი მქონდა ოთხშაბათს, 13 აპრილს. მჭირდებოდა წიგნი ქართული ხალხური ცეკვების შესახებ. ბიბლიოთეკაში შესვლისთანავე არის კატალოგი, სადაც შესაძლებელია იმ წიგნების მოძიება და გადმოწერა, რომელიც მოიპოვება სულხან-საბას ბიბლიოთეკაში. ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად, ვერ ვიპოვე ის წიგნი, რომელიც მჭირდებოდა, ამიტომაც მივმართე ბიბლიოთეკარს, რომელმაც დამაკვალიანა და მიმითითა ის საზოგადო მოღვაწეები, რომელთაც ჰქონდათ ნაშრომები ქართული ცეკვების შესახებ. კატალოგში როგორც იქნა ვიპოვე წიგნი, რომელიც მჭირდებოდა (ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი) ,,სამშობლოს სახელით". გამოწერიდან 20 წუთის შემდეგ მივედი ბიბლიოთეკართან და მოვითხოვე გამოწერილი წიგნი. სამწუხაროდ, ეს წინი არ აღმოჩნდა საცავში. სანაცვლოდ მომცეს ,,საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის 10 წელი". ველოდი, რომ წიგნში ბევრი ინფორმაცია იქნებოდა ცეკვის შესახებ. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდი არ გამართლდა და წიგნში მწირი ინფორმაცია აღმოჩნდა.
დაოლოს,ბიბლიოთეკის რიგში დგომა და ლოდინი დამღლელი და გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. მითუმეტეს როცა ვერ იღებ საჭირო ინფორმაციას.:)
დაოლოს,ბიბლიოთეკის რიგში დგომა და ლოდინი დამღლელი და გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. მითუმეტეს როცა ვერ იღებ საჭირო ინფორმაციას.:)
Комментариев нет:
Отправить комментарий