среда, 20 апреля 2011 г.

კრიტიკა

ცეკვა მსოფლიოს კულტურის განვითარების ერთ-ერთი  მანიშნებელია.ცეკვა,ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად სრულდება,ყველას დამახასიათებელი შესრულების თავისებურება ახასიათებს.ცეკვა სანახავად ძალიან მომხიბვლელი,აღმაფრთოვანებელია,განსაკუთრებით კი ქართული ცეკვები.
     რაც შეეხება შუბერტის მოცემულ ტექსტს.ამ ტექსტში არ არის დახასიათებული,აღწერილი ცეკვის შესრულების დამახასიათებელი თავისებურებები.ის ზოგადად,ზედაპირულად მიმოიხილავს ცეკვას.შეიძლება ითქვას,ყურადღებას მხოლოდ ,,ვალსზე" ამახვილებს,მაგრამ არც ამ ცეკვის შესრულების თავისებურებებზე არ საუბრობს. დაბოლოს,ცეკვა სანახაობრივი და აღმაფრთოვანებელია,რომელიც უამრავ მაყურებელს იზიდავს.ცეკვის კარგად შესრულება არც თუ ისე მარტივია,პირიქით ძალიან რთული შესასრულებელია.თუ გსურს საუკეთესოდ შეასრულო და მაყურებლის მოწონება დაიმსახურო,ცეკვით უნდა გამოხატო ყველაფერი,მასში უნდა იგრძნობოდეს ადამიანის ხასიათი,მისი ემოციები,გრძნობები და ერის თვისებები,როგორც ეს ქართულ ცეკვებშია გამოხატული...

вторник, 19 апреля 2011 г.

სტატია jstor-დან

იყო თუ არა ერთ-ერთი მარტოდ მყოფი ცხრადან ყველაზე პოპულარული ვიდრე ტერფსიქორე?ეს სავსებით შესაძლებელია.მისი სახელი ძალიან მომხიბვლელი იყო.მისი თარგმანუი სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,ხარობს ცეკვა და სული",რომელიც განსახიერებს ფასდაუდებელ მფლობელობაში ადამიანის რასის მთელ ასაკს,მის ერთიანობას.
  რამდენიმე კომპოზიტორს აერთიანებს ,,ჩაკეტილი სული" თავიანთ ცხოვრებაში.ზოგიერთმა როგორიცაა ბახი და შოპენი,მოგვცეს საუკეთესოდ  იდეალიზებული საცეკვცაო ფორმები,მათი მუსიკა რეალურად პრაქტიკული ცეკვებისთვის გამოიყენება.დანარჩენი,როგორიცაა მოცარტი და ბეთჰოვენი,არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მათი დამსახურება.150-მდე ცეკვაა შესრულებული  მოცარტის ორკესტრის და მუსიკალური ჯგუფების თანხლებით.ბეთჰოვენსაც აქვს წვლილი შეტანილი ცეკვის განვითარებაში.მისი მუსიკის თანხლებით 55-მდე ცეკვა არის შესრულებული.ისინი შედგება: minuete,lander,ecossaises,waltzes.
   შუბერტის დროს ცეკვის შესრულების სტილი შეიცვალა მსოფლიოში.სავარაოდოდ,გავლენა მოახდინა საფრანგეთის რევოლუციამ.ერთ-ერთი ცეკვა,კერძოდ ,,მრგვალი ცეკვა" გახდა პოპულარული,მიიღეს საზოგადოებაში,თუმცა მოწინააღმდეგენიც საკმაოდ იყვნენ.გერმანიაში და კერძოდ ვიენაში ძველი გლეხური ცეკა თანდათანობით ჩამოყალიბდა საზოგადოების ვალსად და ვალსი გახდა ერთ-ერტი ცნობილი და აღმაფრთოვანებელი ცეკვა.თუმცა ბევრში ეს ცეკვა გაღიზიანებასაც კი იწვევდა.
 ვებერმა იდეალურად ჩამოაყალიბა  ,,მოსაწვევი,საზოგადოებრივი ვალსი",შეადგინა 1819 წელს და გამოაქვეყნა 1821 წელს და არნიშნა რომ ეს ცეკვა უაღრესად დახვეწილი,სუპთა მუსიკალური ინტერპრეტაციით,სადაც ნახსენებია .შოპენმა და შუბერტმა გაიცნეს ერთმანეთი და ერთობლივად გამოსცეს ნაშრომი ცეკვის შესახებ,თუმცა დრო არ არის ცნობილი.ეს შეუძლებლად ჩანს,მაგრამ რეალობაა.მთავარი ისაა,რომ ის არსებობს და უდიდესია,ბრწყინვალეა.
         (P.S. არასწორი თარგმანისთვის დიდი ბოდიში.რაც და როგორც გავიგე ეს არის.ბოდიშს გიხდით.)  
ინგლისური ვერსია იხილეთ მითითებულ ლინკზე:http://www.jstor.org/pss/738523?searchUrl=%2Faction%2FdoBasicSearch%3FQuery%3Dgeorgian%2Bdance%26acc%3Doff%26wc%3Don&Search=yes

среда, 13 апреля 2011 г.

თემის განხილვა

ქართული ხალხური ცეკვები, მსოფლიო კულტურის დიდ საგანძურს წარმოადგენს,რომელიც მაყურებელთათვის მარტო გართობისა და სიამოვნების მინიჭების საშუალება არ არის.მასში,როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთ ფენომენში იკითხება ეროვნული სული.ქართველი კაცის ხასიათ,ტემპერამენტი,ნიჭიერება,სიმამაცე,ფიზიკური და სულიერი სიძლიერე.
  ეს მშვენიერი და ამაღელვებელი ცეკვები წარმოადგეს საქართველოს ისტორიებს,ტრადიციებს,კულტურას,რომელიც გასაოცარ შთაბეწდილებას ტოვებს მნახველებს.
   ქართული ცეკვა ერთ-ერთი საუკეთესო ცეკვაა მსოფლიოში. ქართველებს არაერთი კონცერტი აქვთ ჩატერებული მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში.  ქართული ნაციონალური ანსამბლის სათავეში ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი იდგა.
მათი დაუღალავი შრომის წყალობით ქართულმა  ცეკვებმა არაერთ ქალაქში მოიპოვა აღიარება.სახელმწიფო ანსამბლს უამრავი კონცერტი აქვს ჩატარებული მსოფლიოს ქვეყნებში.ერთ-ერთი კონცერტი,რომელიც მათ ჩაატარეს იყო დანიაში,სამეფო თეატრში,რომელიც შეიძლება ითქვას საუკეთესო იყო.დანიელებმა ქართული ცეკვის ხილვის შემდეგ ვერ მოახერხეს ემოციის დამალვა.როგორც ცნობილია სამეფო თეატრს აქვს წესები,რომელთა დარღვევა აკრძალულია,მაგრამ ქართველების არაჩვეულებრივი გამოსვლის შემდეგ ეს წესები დაირღვა.ეს გასაკვირი არცაა,რადგან როდესაც ქართველები გამოდიან რთულია დამალო ემოცია და არ გამოხატო ის ემოცია და გრძნობები,რომელიც ცეკვის ხილვის დროს უჩნდება ადამიანს.
ქართულმა ცეკვებმა არაერთი მაყურებელი დატოვა მოჯადოვებული,აღფრთოვანებული.ქართულ ცეკვებში გამოხატული ყველა ის თვისება,რომელიც ქართველ ადამიანს ახასიათებს.
დაბოლოს,ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე თამამად შეიძლება იმის თქმა,რომ ქართველები ნიჭიერები არიან და მათ შეუძლიათ დაიპყრონ მსოფლიო...

ვიზიტი ბიბლიოთეკაში

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში არის სულხან-საბას ბიბლიოთეკა, რომელსაც არაერთხელ ვესტუმრე. ბოლო ვიზიტი მქონდა ოთხშაბათს, 13 აპრილს. მჭირდებოდა წიგნი ქართული ხალხური ცეკვების შესახებ. ბიბლიოთეკაში შესვლისთანავე არის კატალოგი, სადაც შესაძლებელია იმ წიგნების მოძიება და გადმოწერა, რომელიც მოიპოვება სულხან-საბას ბიბლიოთეკაში. ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად, ვერ ვიპოვე ის წიგნი, რომელიც მჭირდებოდა, ამიტომაც მივმართე ბიბლიოთეკარს, რომელმაც დამაკვალიანა და მიმითითა ის საზოგადო მოღვაწეები, რომელთაც ჰქონდათ ნაშრომები ქართული ცეკვების შესახებ. კატალოგში როგორც იქნა ვიპოვე წიგნი, რომელიც მჭირდებოდა (ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი) ,,სამშობლოს სახელით". გამოწერიდან 20 წუთის შემდეგ მივედი ბიბლიოთეკართან და მოვითხოვე გამოწერილი წიგნი. სამწუხაროდ, ეს წინი არ აღმოჩნდა საცავში. სანაცვლოდ მომცეს ,,საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის 10 წელი". ველოდი, რომ  წიგნში ბევრი ინფორმაცია იქნებოდა ცეკვის შესახებ. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდი არ გამართლდა და წიგნში მწირი ინფორმაცია აღმოჩნდა.
   დაოლოს,ბიბლიოთეკის რიგში დგომა და ლოდინი  დამღლელი და გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. მითუმეტეს როცა ვერ იღებ საჭირო ინფორმაციას.:)
   

ქართული ცეკვა


                  

საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმხიფო ანსამბლი. (10 წელი)

  ქართული ხალხური ცეკვები,ისე როგორც სიმღერები,ეროვნული ფოლკლორის ორ შტოს განეკუთვნებიან:მეტი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხალხური ცეკვებისა წარმოშობილია გლეხური ცხოვრების წიაღში,დანარჩენი კი- ქალაქური ყოფაცხოვრების ფონზე.
   საქართველოს ხალხური ცეკვის ანსმბლი 1945 წელს ჩამოყალიბდა.დღეს,ამ ანსამბლს,რომელსაც მისი დაარსების ინიციატორები,საქართველოს სსრ სახალხო არტისტები სტალინური პრემიის ლაურიატები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ხელმძღვანელობენ.
  ანსამბლის საკონცერტო პროგრამაში შესულია როგორც სოფლური,ისე ქალაქური ქორეოგრაფიული ფოლკლორის ნიმუშები,რომელნიც ძირითად წარმოდგენას იძლევიან ქართული ხალხური ცეკვების ბუნებაზე,მათ დამახასიათEბელ იერზე და თვითმყოფად თვისებებზე.უნდა ითქვს,რო ანსამბლის რეპერტუარი არ  შეიზღუდა საქართველოს ერთი ან რამდენიმე რაიონის ან ტომის ხალხური ცეკვებით,არამედ მასში ასახულია ქართული ხალხური ქორეოგრაფიის სიმდიდრე მთელი თავისი ტომობრივ-დიალექთური ნაირსახეობით.
  ქართული ხალხური ცეკვების  სახელმწიფო ანსამბლის საკონცერტო რეპერტუარი წლიდან-წლამდე იზრდება,იხვეწება და რესპუბლიკის ყველა კუთხის ძველი და ახალი ხალხური ცეკვებით მდიდრდება.ანსამბლს მომზადებული აქვს 40_მდე სხვადასხვა ცეკვა,რაც სანი საკონცერტო პროგრამის რეპერტუარს შეადგენს.
   ანსამბლის პირველი პროგრამა ,,ფერხულით" იწყებოდა. ,,ფერხული"-ხალხური საცეკვაო ხელოვნების უძველეს ფორმას წარმოადგენს.
   ჯგუფური ცეკვებიდან აღსანიშნავია საყოველთაოდ ცნობილი ,,ხორუმი", აჭარული სუიტა",  ,,შეჯიბრი", ,,წყაროსთან", ,,ფარცა კუკუ" და სხვები.
    ასევე დადგმულია ძალიან ლამაზი ცეკვა ,,ხაბარდა" ანუ ჭორიკანა ქალების ცეკვა.იგი წარმოადგენს მხიარულ,კოლორიტულ სცენას ძველი თბილისის ცხოვრებიდან.
  1946 წლის აპრილს სახელმწიფო ანსამბლი გაემგზავრა   მოსკოვში,სადაც დიდ წარმატებას მიაღწია.მათი წარმატება ამით არ დასრულებულა,პირიქით ახლა იწყებოდა.მოსკოვში ჩატარებული კონცერტის შემდეგ მათ არაერთი ქვეყნიდან მიიღეს შემოთავაზება.ერთ-ერთი იყო ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი.
 1947 წლის 19 ივნისს ქართული ცეკვის ანსამბლი 38 კაცის შემადგენლობით გაემგზავრა ჰელსინკში.ფინელები ცნობილნი არიან აუღელვებლობით და თავდაჭერით,მაგრამ ქართილმა ცეკვებმა იმდენად გაიტაცეს,რომ ემოციები ვერ დაფარეს და გაშმაგებით უკრავდნენ ტაშს,ყვირილითა და ფეხების ბაკუნით მოუთხოვდნენ ცეკვების ხელმეორედ გამეორებას. მხედრულის შესრულების დროს ერთი ფინელი წამოდგა და აღელვებულმა შესძახა:
  ,,ხომ ნახეთ?და ამათთან კიდევ ბრძლოლას აპირებენ!..."
    სახელმწიფო ანსამბლმა ასევე კონცერტი გამართა დანიის დედაქალაქ კოპერჰაგენში 5აგვისტოს,სამეფო თეატრში.
   სამეფო თეატრს აქვს ტრადიციები,რომელთა დარღვევა არ შეიძლება,მაგრამ ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ ცეკვების შესრულების შემდეგ ეს ტრადიციები ,,საშინლად" დაირღვა. აოდიტორიის დაჟინებული მოთხოვნით კონცერტის დასრულების შემდეგ ფარდა რამდენჯერმე აიხადა...ზოგი ცეკვა განმეორებული იქნა!...
    მეორე დღეს კი ქალაქის ყველა ჯურნალ-გაზეთში იბეჭდებოდა სტატიები,შემდეგი სათაურით:
 ,,ქართველებმა დაარღვიეს სამეფო თეატრის ტრადიციები!"
 ,,ქართველმა მოცეკვავეებმა დაიპყრეს კოპენჰაგენი!"
 ქართველებმა კოპენჰაგენში 22 კონცერტი ჩაატერეს.
      ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლეამ არაერთი კონცერტი ჩაატარა მსოფლიოს ქვეყნებში და დიდ წარმატებასაც მიაღწია.
 ქართული  ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი-ცვენი რესპუბლიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო,ნიჭიერი და საამაყო კოლექტივია.
   
 

среда, 6 апреля 2011 г.

სამაია

სამაია- ქალთა ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართობის დროის ცეკვა ,,სამაიამ’’, რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს (,,სამთა გვამთა’’ - ვახტანგ ბატონიშვილი), ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს - მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართულ სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები ,,ძეობის’’ დღესასწაულზე. ტერმინი ,,სამაია’’ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს ,,როკვას, შუშპარს’’. დროთა განმავლობაში ,,სამაიამ’’ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა. შემსრულებელთა რაოდეობაც მთელ რიგ შემთხვევებში აჭარბებს წეს-ჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს - სამს. ამჟამად ჩვენში გავრცელებული ,,სამაია’’ სამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფების მიერ.